დუმბაძე გელა მალხაზის ძე
დუმბაძე გელა მალხაზის ძე

დუმბაძე გელა მალხაზის ძე (13.VI.1965, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1989). სწავლობდა საქართვ. დიპლომატიურ აკადემიაში (1999-2001). იყო ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანების დამფუძნებელი და მისი თავ-რე (1987-1989). დააარსა საბავშვო ესთეტიკურ-საგანმან. სასწავლებელი (1989) და იყო მისი დირექტორი დაარსებიდან (1996 -მდე). მუშაობდა საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფორმაციისა და საზ-ებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში პირველ მდივნად (1998-1999) და პრესცენტრის ხელმძღვ.(1999-2000). შემდეგ გადაიყვანეს საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო პოლიტ. ინფორმაციისა და საზ-ებასთან ურთიერთობის დეპარტ. დირექტორის მოადგილედ (2000-2001). იყო: აზერბაიჯანში საქართვ. საელჩოს მრჩეველი (2001-2005); საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტ. მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფრ. (2005-2007); რუსეთში საქართვ. საელჩოს მრჩეველი (2007-2009); უკრაინაში საქართვ. საელჩოს უფრ. მრჩეველი (2009-2013). ასრულებდა ელჩის მოვალეობას უზბეკეთსა და ტაჯიკეთში (2013-2014). იყო დიასპორის საკითხებში საქართვ. სახელმწ. მინისტრის მოადგილე (2.VI.2014-დან 22.VII.2014-მდე). დაინიშნა დიასპორის საკითხებში საქართვ. სახელმწ. მინისტრად (2014-დან). თავმჯდომარეობდა საქართვ. პირველი დემოკრ. რესპ. მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიას (2014-2016). მის მიერ ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის დაბრუნების აქტს (23.IX.2016). ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი წვლილისა და უნ-ტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვი სამეცნ. საქმიანობის ხელშეწყობისთვისთვის დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით (2016). არის უკრაინაში საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამში საქართვ. მუდმივი წარმომადგენელი (2017-დან). ავტორია ნოველების კრებულებისა: „ყვითელი ტროლეიბუსი“; „მე მორბენალი“ და „მიყვარს ვაშლი“.